პროექტის თემა: მუზეუმის როლი საზოგადოების
ცხოვრებაში.
პრობლემა - დაინტერესების ნაკლოვანება, ისეთი საზოგადოებრივი დაწესებულებებისადმი როგორიც არის - გალერეა, მუზეუმი...
მოსწავლეთა ოდენობა:20 მოსწავლე
მონაწილე:V- კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
მიზანი: მუზეუმის მნიშვნელობისა და დანიშნულების გააზრება თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. შემოქმედებითი, სოციალური და საპრეზენტაციო უნარების გამომუშავება.
რესურსები: ლიტერატურა , ინტერნეტი
წინარე ცოდნა: ამ პროექტის შესაქმნელად მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დახარისხება და უნდა ჰქონდეთ გამომუშავებული თანამშრომლობის უნარები.
შედეგები:
მოსწავლე იაზრებს, თუ რა საგანმანათლებლო თუ ესთეტიკურ როლს ასრულებს ხელოვნება და კულტურა საზოგადოების
ცხოვრებაში.
მონაწილეობს
სხვადასხვა სახის სამუშაოს
დაგეგმვასა და შესრულებაში.
ჩამოუყალიბდათ
ინტერნეტში მუშაობის და მოპოვებილი მასალის პრეზენტაციის უნარები.
პატივისცემით
ეკიდებიან სხვის აზრსა და შეხედულებებს.
სასწავლო პროექტის
მსვლელობა: კლასი დავყოთ ჯგუფებად.
1. მოიძევენ ინფორმაციასა და ვიდეო-ფოტო
მასალას მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის
წამყვან მუზეუმებსა და
გალერეების, ასევე მათში არსებული ცნობილი
ნამუშევრების შესახებ.
2. თავს მოუყრიან და დაახარისხებენ მოპოვებულ ფოტო-მასალას.
3. გააკეთებენ პრეზენტაციას და წარმოადგენენ სლაიდების სახით
პროექტს განვათავსებთ ბლოგზე .
დიფერენცირებულდი სწავლება - სწავლებაში შემაქვს ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული ცვლილებები. ვცვლი შესასრულებელი დავალების მოცულობას, დავალების შესასრულებლად ვაძლევ დამატებით დროს და საშუალებას ვაძლევ იმუშაოს ძლიერ პარტნიორთან
დიფერენცირებულდი სწავლება - სწავლებაში შემაქვს ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული ცვლილებები. ვცვლი შესასრულებელი დავალების მოცულობას, დავალების შესასრულებლად ვაძლევ დამატებით დროს და საშუალებას ვაძლევ იმუშაოს ძლიერ პარტნიორთან
პროექტის ხელმძღვანელი:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი: სოფიკო ფერაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий